როდესაც დევიდ ბექჰემისა და მისი ცოლის, ვიქტორია ადამსის შესახებ ახლა ამბებს ვკითხულობთ, ალბათ ყველას წინასწარ გვაქვს მზაობა, რომ რაიმე ახალ სკანდალს გადავაწყედებით და ამ უცნაურო ცოლ-ქმრიდან ერთ-ერთმა მაინც ჩაიდინა ისეთი საქციელი, ორიგინალურს რომ ეძახიან.
ამჯერად სკანდალის შესახებ ნაკლებად გევქნება საუბარი და უფრო მეტად პოზიტიურ ამბავს გამცნობთ. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, შესაძლებელია ოთხი შვილის გამჩენი ვიქტორია ადამს-ბექჰემი დიდ სცენას დაუბრუნდეს და აღადგინოს თავისი ძველი მუსიკალური ჯგუფი “სპაის გირლზი”, რითაც თავის დროზე ასეთი დიდი პოპულარობა მოიხვეჭა.
”სპაისის” წევრი გოგონები ლონდონში შეკრებილან და მედიას ამცნეს, რომ ჯგუფის აღდგენა გულში მყარად აქვთ ამოჭრილი და თუკი ეს განახორციელეს, შესაძლებელია ახალი მუსიკალური ალბომიც კი გააკეთონ. ჯგუფის სხვა წვერებისა რ გითხრათ და დევიდის ცოლი ისეთ მშვენიერ ფორმაშია, სცენაზე კუნტრუში წესით არ უნდა გაუჭირდეს.









