იტალიის სერია A-ს 2014-2015 წლების სეზონი დასრულებულია. ქვეყნის ჩემპიონი კარგ ხნის წინ გამოვლინდა. ბოლო ტურის მთავარი და ერთადერთი ინტრიგა მესამე ადგილოსნის გარკვევაღა გახლდათ. ჩემპიონატი მაჟორულ ნოტზე დაასრულა ქართველმა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ, ვინაც "ინტერთან" მატჩში დუბლი შეასრულა. ბომბარდირთა დავაში კი გამარჯვება ლუკა ტონიმ და მაურო იკარდიმ გაინაწილეს. საერთოდ, XXXVIII ტური მეტად უხვგოლიანი გამოდგა. 10 ჩატარებულ მატჩში 47 გოლი გავიდა.
ნამდვილი სანახაობა შედგა ნეაპოლში, სადაც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მფლობელი ირკვეოდა. გუნდები მარტივი ამოცანის წინაშე იდგნენ - "ნაპოლის" აუცილებლად უნდა მოეგო, "ლაციოს" არ უნდა წაეგო. პირველ ტაიმში რომაელებმა მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს და თითქოს თამაშის ბედიც გადაწყდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდა გონსალო იგუაინი, რომელმცა დუბლი მიითვალა. არგენტინელს თამაშის გმირად გადაქცევის კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა საყაიმო ანგარიში პენალტი ვერ გაიტანა, რამაც საბოლოოდ, შეხვედრაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. მატჩის ბოლოს "ლაციომ" მეტოქე კონტრშეტევაზე ორჯერ დაიჭირა და ლიგის პლეიოფში თამაში გაინაღდა. "ნაპოლიმ" კი სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა. ეს თამაში რაფაელ ბენიტესისთვის "აძურის" თავკაცის პოსტზე ბოლო იყო. ესპანელი "რეალის" ახალი მწვრთნელი იქნება.
უხვგოლიანი მატჩი გაიმართა "სან სიროზე", სადაც "ინტერმა" და "ემპოლიმ" ლაღად იბურთავეს. არადა, პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, თუმცა მეორე 45 წუთში გულშემატკივარმა შვიდი გოლი იხილა. გასახარია, რომ ამ შვიდიდან ორი გოლი ლევან მჭედლიძემ გაიტანა და სეზონი 4 გოლით დაასრულა. ქართველის მსგავსად დუბლით გამოირჩა მასპინძელი მაურო იკარდი, ვინც ამ გოლებით ბომბარდირთა დავაში ლუკა ტონის გაუტოლდა. ორივე თავდამსხმელმა სეზონი 22-22 გატანილი გოლით დაასრულეს. "ინტერი" კი ევროტურნირებს მიღმა დარჩა. სამაგიეროდ განვლილი სეზონი "ემპოლის" აქტივში ნამდვილადაა შესატანი.
სეზონი მარცხით დაასრულა ვიცე-ჩემპიონმა "რომამ", რომელმაც "ოლიმპიკოზე" "პალერმოსთან" 1:2 წააგო. "მგელთა" შორის ერთადერთი გოლი ფრანჩესკო ტოტიმ გაიტანა, რომლისთვის ეს გოლი რომაელთა მაისურით 299-ე აღმოჩნდა.
საბოლოოდ, იტალიას მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "იუვენტუსი" და "რომა", ხოლო პლეიოფში "ლაციო" წარადგენს. ევროპის ლიგაზე "ფიორენტინა", "ნაპოლი" და "სამპდორია" ითამაშებენ. ქვედა ლიგაში გავარდნენ "კალიარი", "ჩეზენა" და "პარმა", ხოლო იქედან ელიტაში "კარპი" და "ფროზინონე" აღზევდნენ. მესამე წარმატებული გუნიდს ვინაობა კი ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"კალიარი" - "უდინეზე" 4:3 (2:1)
კალიარი, "ფრიული"
მაყურებელი: 12.000
"კალიარი" (4-3-1-2): ბრკიჩი; ბალცანო, როსეტინი (გონსალესი 46), დიაკიტე, მურუ; კრესეტიჯი, ჟოაო პედრო (აველარი 70), ბარელა; მპოკუ; ლონგო (კოპი 59), საუ
მწვრთნელი: ჯანლუკა ფესტა
"უდინეზე" (4-3-1-2): სკუფეტი; პირისი, დანილო, ჰეტრო (გეიხო 76), პასკუალე; ვაგუე, ბადუ, ვიდმერი (აგირე 5); ფერნანდესი; პერიკა (პონტისო 46), ტერო
მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი
გოლები: 1:0 საუ (13), 2:0 ჟოაო პედრო (19), 2:1 პირისი (44), 3:1 მპოკუ (79), 3:2 ფერნანდესი (81), 4:2 ფერნანდესი (85, ა.გ), 4:3 ტერო (88)
გაფრთხილება: აველარი (90) - ვაგუე (16), დანილო (28), აგირე (54), ფერნანდესი (62)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (5) - 11 (7) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 3:5 გაფრთხილება: 1:4
მსაჯი: ჯანლუკა მანჯანიელო
"რომა" - "პალერმო" 1:2 (0:1)
რომი, "ოლიმპიკო"
მაყურებელი: 44.752
"რომა" (4-3-3): სკორუპსკი; ფლორენცი, ასტორი, სპოლი, ბალძარეტი; პარედესი (ნაინგოლანი 36), დე როსი, უჩანი; ლიაიჩი (პიანიჩი 51), ტოტი, დუმბია (იტურბე 69)
მწვრთნელი: რუდი გარსია
"პალერმო" (3-5-2): სორენტინო; ვიტიელო, გონსალესი, ტერცი; ლაზაარი (ემერსონი 59), ჩოჩიევი (დელა როკა 64), მარესკა, იაიალო (რისპოლი 79), ქუაისონი; ვასკესი, ბელოტი
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი
გოლები: 0:1 ვასკესი (35), 1:1 ტოტი (85), 1:2 ბელოტი (90)
გაფრთხილება: ასტორი (56), იტურბე (90) - იაიალო (68), ტერცი (77), ბელოტი (78)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (2) - 13 (4) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 2:5 გაფრთხილება: 2:2
მსაჯი: ლუიჯი ნასკა
"ფიორენტინა" - "კიევო" 3:0 (1:0)
ფლორენცია, "არტემიო ფრანკი"
მაყურებელი: 30.000
"ფიორენტინა" (4-3-3): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, ვარგასი; ბადეი, მატი ფერნანდესი (ბასანტა 82), ბორხა ვალერო; ილიჩიჩი (პიზარო 70), ჯილარდინო, სალაჰი (ბერნარდესკი 28)
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
"კიევო" (4-4-2): ბიძარი; ფრეი, დაინელი (ძუკანოვიჩი 70), სარდო, ბირაგი (ბირსა 67); სკელოტო, იცკო, კოფიე, ბოტა (მეჯორინი 80); პალოსკი, პელისიერი
მწვრთნელი: როლანდო მარანი
გოლები: 1:0 ილიჩიჩი (12), 2:0 ბერნარდესკი (50), 3:0 ბადეი (90)
გაფრთხილება: ბერნარდესკი (50), ბადეი (90) - დაინელი (25), კოფიე (32, 69)
გაძევება: კოფიე (69)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 25 (13) - 12 (3) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 3:3 გაფრთხილება: 2:3 გაძევება: 0:1
მსაჯი: პაოლო ვალერი
"ინტერი" - "ემპოლი" 4:3 (0:0)
მილანი, "სან სირო"
მაყურებელი: 32.036
"ინტერი" (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; ნაგატომო, ფელიპე (სანტონი 20), რანოკია, ჟუან ჟესუსი; კოვაჩიჩი (პოდოლსკი 83), მედელი, ბროჟოვიჩი; ერნანესი; პალასიო (დიმარკო 90), იკარდი
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
"ემპოლი" (4-3-1-2): ბასი; ლაურინი (მარიო რუი 54), ბარბა (ტონელი 69), რუგანი, ჰისაი; კროჩე, ვალდიფიორი, ვესინო; საპონარა (ვერდი 43); მჭედლიძე, პუჩიარელი
მწვრთნელი: მაურიციო სარი
გოლები: 1:0 პალასიო (49), 2:0 იკარდი (53), 2:1 მჭედლიძე (59), 2:2 პუჩიარელი (62), 3:2 ბორჟოვიჩი (70), 4:2 იკარდი (77), 4:3 მჭედლიძე (88)
გაფრთხილება: ერნანესი (84) - ბარბა (63), ვალდიფიორი (67)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 30 (8) - 11 (5) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 6:0 გაფრთხილება: 1:2
მსაჯი: ანტონიო დამატო
"ნაპოლი" - "ლაციო" 2:4 (0:2)
ნეაპოლი, "სან პაოლო"
მაყურებელი: 60.000
"ნაპოლი" (4-2-3-1): ანდუხარი; მაჯო, კულიბალი, ალბიოლი, გულამი; ლოპესი, ინლერი (გაბიადინი 53); კალეხონი (ძაპატა 88), ჰამშიკი, მერტენსი (ინსინიე 77); იგუაინი
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
"ლაციო" (3-4-3): მარკეტი; დე ვრეი, ჯენტილეტი, მაურისიო; ბასტა, პაროლო, კატალდი (ონაზი 84), ლულიჩი; კანდრევა, ჯორჯევიჩი (კლოზე 77), ანდერსონი (ლედესმა 65)
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
გოლები: 0:1 პაროლო (33), 0:2 კანდრევა (45), 1:2 იგუაინი (55), 2:2 იგუაინი (64), 2:3 ონაზი (85), 2:4 კლოზე (90)
გაფრთხილება: გულამი (67, 71) - ჯორჯევიჩი (19), მაურისიო (430, პაროლო (55, 62), კანდრევა (88)
გაძევება: გულამი (71) - პაროლო (62)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (6) - 7 (5) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 4:2 გაფრთხილება: 2:5 გაძევება: 1:1
მსაჯი: ჯანლუკა როკი
"სამპდორია" - "პარმა" 2:2 (0:0)
გენუა, "მარასი"
მაყურებელი: 21.000
"სამპდორია" (4-3-1-2): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, რეჯინი; ობიანგი, აკქუა (კორეა 46), დანკანი (პალომბო 87); სორიანო; მურიელი (ბერგესიო 76), ეტოო
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
"პარმა" (4-5-1): მირანტე (იაკობუჩი 72); კასანი, ლუკარელი, ფედალი, გობი; ლილა (გეძალი 57), მაური (მარიგა 82), ნოჩერინო, ხორკერა, ვარელა; პალადინო
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
გოლები: 1:0 რომანიოლი (54), 1:1 პალადინო (74), 2:1 დე სილვესტრი (79), 2:2 ვარელა (88)
გაფრთხილება: ხორკერა (78)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (6) - 10 (4) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 7:4 გაფრთხილება: 0:1
მსაჯი: დავიდე მასა
"სასუოლო" - "ჯენოა" 3:1 (3:1)
რეჯიო ემილია, "მაპეი სთედიუმი"
მაყურებელი: 12.000
"სასუოლო" (4-3-3): პომინი; ვრსიალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო; მანიანელი, მისიროლი, ბიონდინი; ბერარდი (ფლორო ფლორესი 80), ძაძა (ფლოკარი 80), სანსონე (ბიანკო 90)
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
"ჯენოა" (3-4-3): ლამანა; დე მაიო, იცო, რონკალია; ედენილსონი, კუჩკა, ბერტოლაჩი (ლაქსალტი 70), რინკონი; ლესტიენი (პანიკო 81), პავოლეტი, იაგო ფალკე (ტამბე 74)
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
გოლები: 1:0 ბერარდი (4), 2:0 ძაძა (19), 3:0 ძაძა (33), 3:1 პავოლეტი (41)
გაფრთხილება: მანიანელი (64), სანსონე (83), ფლოკარი (88) - რონკალია (7), ბერტოლაჩი (27), რინკონი (64), პავოლეტი (67)
გაძევება: იცო (72)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (6) - 18 (6) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 5:7 გაფრთხილება: 3:4 გაძევება: 0:1
მსაჯი: ანჯელო ჩერველერა
"ტორინო" - "ჩეზენა" 5:0 (3:0)
ტურინი, "ოლიმპიკო"
მაყურებელი: 15.000
"ტორინო" (3-5-2): იჩაზო; მაკსიმოვიჩი, გლიკი (იანსონი 81), მორეტი; პერესი, ვივესი, გაცი, ბენასი, დარმიანი (სილვა 79); მარტინესი, მაქსი ლოპესი (როსო 75)
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
"ჩეზენა" (4-2-3-1): ბრესანი; ნიკა (ზე ედუარდო 86), ვოლტა, კრაინჩი, მაგნუსონი; დე ფეუდისი,მუდინგაი (მონჩინი 75); ტაბანელი, ბრიენცა, დეფრელი; ჯურიჩი (დალ მონტე 85)
მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო
გოლები: 1:0 მარტინესი (10), 2:0 მაქსი ლოპესი (16), 3:0 ბენასი (31), 4:0 მორეტი (49), 5:0 მაქსი ლოპესი (70)
გაფრთხილება: დეფრელი (55), ვოლტა (60)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (10) - 6 (1) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 5:1 გაფრთხილება: 0:2
მსაჯი: ალეანდრო დი პაოლო
ბომბარდირები: მაურო იკარდი ("ინტერი") - 22 გოლი, ლუკა ტონი ("ვერონა") - 22, კარლოს ტევესი ("იუვენტუსი") - 20, გონსალო იგუაინი ("ნაპოლი") - 18, ჟერემი მენეზი ("მილანი") - 16.





