“მანჩესტერ სიტი” ბირმინგემის “ასტონ ვილას” ნიჭიერი ნახევარმცველის ჯეკ გრელიშის დამატებას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Daily mail–ი ავრცელებს.
19 წლის ნახევარმცველი “ასტონ ვილას” მთავარ გუნდში აწ უკვე დასრულებულ სეზონში გამოჩნდა და საკმაოდ კარგი შტაბეჭდილება დატოვა. “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები მასში დიდ ტალანტს ხედავენ და ბირმინგემულ კლუბთან მოლაპარაკების დაწყებას აპირებენ.
ჯეკმა დასრულებულ პრემიერლიგაში 17 მატჩი ჩაატარა. მას “ასტონ ვილასთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს.






