თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობს ქართული გრან პრის გათამაშება სწრაფ ჭადრაკში ვაჟთა შორის.
5 ტურის შემდეგ 4,5 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს ასპარეზობას საერთაშორისო ოსტატი გიგა ყუფარაძე.
ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან:
დავით მაღალაშვილი, ზურაბ ჯავახაძე, ნიკოლოზ ცომაია და გურამ კოკაია.
შეჯიბრში დაწესებულია საპრიზო ფონდი 1000 ლარის ოდენობით.
| ადგილი | ვაჟები |
| 1 | 500 |
| 2 | 300 |
| 3 | 200 |
www.gcf.org.ge









