ქუთაისში გრძელდება ევროპის პირველობა სწრაფ ჭადრაკში ქალთა შორის.
8 ტურის შემდეგ 6,5 – 6,5 ქულით ჩემპიონატს მსოფლიოს ექსჩემპიონები: ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი;2570) და ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი;2456) ლიდერობენ.
ლიდერთა ორეულს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: ვალენტინა გუნინა (რუსეთი;2495),სოფიო გვეტაძე (საქართველო; 2312) და ინნა გაპონენკო (უკრაინა; 2429).
მეცხრე ტურში განსაკუთრებით საინტერესო და ჩემპიონობისათვის გადამწყეტი შემდეგი შეხვედრები იქნება:
სტეფანოვა - კოსტენიუკი; გვეტაძე - გუნინა; გაპონენკო - ბაციაშვილი.
www.gcf.org.ge









