იტალიის სერია A-ში მესამე გადმომსვლელი გუნდის ვინაობა ჯერ კიდევ გასარკვევია. “კარპისა” და “ფროზინონეს” შემდეგ ელიტაში ადგილის დასაბევებლად “პესკარა” და “ბოლონია” იბრძვიან. გუშინ, სერია B-ს პლეი-ოფის ფინალის პირველი მატჩი პესკარაში, “სტადიო ადრიატიკოზე” გაიმართა. შეხვედრა საბოლოოდ გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და ყველაფერი საპასუხო მატჩში გაირკვევა, რომელიც ბოლონიაში, “სტადიო დალ არაზე” 9 ივნისს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ დელიო როსის გუნდი მეტოქესთან შედარებით მცირე უპირატესობას ფლობს. გარდა იმისა, რომ საკუთარ მოედანზე ითამაშებს, ფრეც ხელს აძლევს, რადგან რეგულარ ჩემპიონატში “ბოლონია” მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო მასიმო ოდოს დამოძღვრილი “პესკარა” – მეშვიდეზე.
“პესკარა” – “ბოლონია” 0:0 (0:0)
პესკარა, “ადრიატიკო”
“პესკარა”: ფიორილო; როსი, სალამონი (პუჩინო 58), ფორნაზიერი, ბიარნსონი, მუმუშაჯი, ბრუგმანი, პოლიტანო (აბეხასი 77), მელკიორი, კაპრარი (პასკუატო 59)
მწვრთნელი: მასიმო ოდო
“ბოლონია”: და კოსტა; მაიეტა, მორლეო (მასინა 83), ოიკონომუ, მატუზალემი (ბესა 49), კაზარინი, ჩეკარელი, ბუჩელი, ლარიბი, სანსონე, მანკოსუ (კაჩია 80)
მწვრთნელი: დელიო როსი
მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი









