უკრაინის ეროვნული ნაკრების წამყვანი ნახევარმცველი ალექსანდრ კუჩერი საქართველოსთან დღეს გასამართ ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს.
32 წლის “შახტარის” ფეხბურთელს უკრაინის თასის ფინალში თავი გაუტყდა და მოედანი დასისხლიანებულმა, თავშეხვეულმა დატოვა. ამის შემდეგ მან ნაკრების ვარჯიშებიც გამოტოვა.
“ფუტბოლ 1”-ის ცნობით, მან უკვე დაიწყო ინდივიდუალური ვარჯიში, მაგრამ ძირითად ჯგუფთან ერთად ჯერ ვერ ემზადება. ექიმები იმედოვნებენ, რომ კუჩერი 14 ივნისს, ოფიციალურ მატჩში ლუქსემბურგის წინააღმდეგ ითამაშებს.







