დავით კირკიტაძემ ქუთაისის “ტორპედოსთან” კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა.
22 წლის გარემარბი მიმდინარე წლის ზამთარში “ტორპედოში” ისრაელის ტიბერიას “ირონიდან” გადავიდა და 14 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ განვლილ სეზონში მან საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. კერძოდ, ლანჩხუთის “გურიას” კარი მე-8 წამზე აიღო.









