ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით უნდა დაიწყოს ფიფას გადაწყვეტილების გამოძიება, რომლის მიხედვითაც რუსეთმა - 2018 წლის, ყატარმა კი 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა.
ევროპარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი ფიფაში არსებული კორუფციაა, რაც ხელს უშლის ფეხბურთის განვითარებას. კერძოდ კი მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას.
ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით უნდა გადაიხედოს ფიფას გარშემო აგორებული ყველა საეჭვო ფაქტი და მოხდეს დამნაშავეთა გასამართლება.
შეგახსენებთ ფიფას პრეზიდენტი ზებ ბლატერი სულ ცოტა ხნის წინ გადადგა. ფიფას შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები კი მიმდინარე წლის დეკემბრამდე უნდა გაიმართოს. არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობას ბლატერი შეასრულებს.







