ფეხბურთი

17:05 | 12.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

გჟეგოჟ კრიხოვიაკი: “საქართველოს ნაკრებთან შეხვედრა საკვანძოა”

პოლონეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა გჟეგოჟ კრიხოვიაკმა უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევრო-2016-ს შესარჩევ ციკლში 13 ივნისს ვარშავაში საქართველოს ნაკრებთან გასამართ მატჩს საკვანძო მნიშვნელობა აქვს.

“საქართველს ნაკრებთან შეხვედრას საკვანძო მნიშვნელობა აქვს. ჯერ შვებულებაზე ვერ ვიფიქრებთ, რადგან ნაკრებს რთული გამოცდა ელის. ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ ივნისში ქულებს ხშირად ვკარგავთ. თუმცა, გასულ შესარჩევ ციკლებთან შედარებით, ახლა უფრო დიდი გამოცდილება გვაქვს და ვიცით მსგავსი მატჩები როგორ მოვიგოთ” – თქვა “სევილიას” შუახაზელმა.

შარშან შემოდგომაზე თბილისში საქართველოს ნაკრებთან მოგებულ (4:0) მატჩში პოლონელებიდან ერთი გოლი კრიხოვიაკმა გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099252