გასულ სეზონში, გორის “დილას” რიგებში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მომგებმა ნიკა კვეკვესკირმა, შესაძლოა კარიერა ბაქოს “ინტერში” გააგრძელოს.
“ინტერს” კარგად ვიცნობ. მის რიგებში ქართველები თამაშობდნენ და მთავარი მწვრთნელი ქართველი სპეციალისტი იყო. ამ კლუბს ჩემთან კონტრაქტის გაფორმება სურს. ყველაფერი უახლოეს ხანში გაირკვევა. “დილასთან” ერთად საქართველოს ჩემპიონობა მოვიგე და ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა მსურს, მაგრამ ლეგიონერობაც მინდა. ახლა 23 წლის ვარ და თუ ამ ასაკში სადმე გადავალ, საქმე ფულში არაა. გამოცდილების მისაღებად საზღვარგარეთ თამაში მსურს. სწორედ ამ მიზეზის გამო შესაძლოა “ინტერში” აღმოვჩნდე” – იუწყება ინტერნეტპორტალი აზერისპორტ.ცომ-ი კვეკვესკირის სიტყვებს, რომელმაც გასულ სეზონში “დილაში” 27-ჯერ ითამაშა და 7 გოლი გაიტანა.
კახა ცხადაძის “ინტერიდან” წასვლის შემდეგ, გუნდს მისი ყოფილი ასისტენტი ზაურ სვანაძე გაწვრთნის.









