აშშ-ს პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულა და იმ შეთანხმების ასლი გამოაქვეყნა, რომელიც 2013 მასსა და ფიფას აღმასკომის ყოფილ წევრ ჩაკ ბლეიზერს შორის დაიდო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.
კონკაკაფის ყოფილი გენერალური მდივანი 2011 წელს ფედერალური გამოძიების ბიუროს ინფორმატორად მუშაობდა. 2013 წელს, მან თაღლითობა და გადასახადებისგან თავის არიდება აღიარა, რის შემდეგ, 1,9 მილიონი დოლარი ჯარიმა გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ფიფაში კორუფციული სკანდალი აგორდა, რის შედეგად, ხსენებული ორგანიზაციის არაერთი მაღალჩინოსანი დააკავეს, რომელთა უმრავლესობას ბრალი ქრთამისა აღებასა და ფულის “გათეთრებაში” წაუყენეს.









