კატალონიური “ბარსელონას” ცენტრალური მცველი მარკ ბარტრა, მომავალი სეზონიდან შესაძლოა ინგლისში აღმოჩნდეს.
24 წლის ფეხბურთელს ესპანეთის ჩემპიონის შემადგენლობაში სათანადო სათამაშო დრო არ ჰქონდა, რის გამოც მისი სატრანსფერო ღირებულება ორჯერ შემცირდა - 25 მილიონი ევროდან 12-მდე. ამრიგად, მისი შეძენა ბევრი კლუბისთვის მიმზიდველი ვარიანტი გახდა.
“მარკით ინგლისური და ევროპის სხვა ქვეყნის კლუბები არიან დაინტერესებული. ახლა კონკრეტულად ვერ დაგისახელებთ გუნდების სახელებს. სატრანსფერო ღირებულება მხოლოდ 12 მილიონი ევროა და ვნახოთ ვინ გადაწყვეტს ამ თანხის გადახდას”, - თქვა ბარტრას აგენტმა ხავიერ დიასმა.
Sky Sports-ის ინფორმაციით, მარკის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს “ტოტენჰემი” იჩენს.







