სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:01 | 16.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნორვიჩმა” ალექს ნილს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ინგლისის პრემიერ ლიგაში წელს დაწინაურებულმა “ნორვიჩმა” მთავარ მწვრთნელ ალექს ნილს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ნორვიჩის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

34 წლის სპეციალისტმა ახალი ხელშეკრულება გაუმჯობესებული პირობებით გააფორმა. ნილი “ნორვიჩს” სათავეში მიმდინარე წლის იანვარში ჩაუდგა, როდესაც გუნდს ჩემპიონშიპში მეშვიდე ადგილი ეკავა და გუნდი პრემიერლიგაში გადაიყვანა.

“ჩვენთვის ეს კონტრაქტი ზაფხულში ყველაზე მნიშვნელოვანია”, - განაცხადა “ნორვიჩის” აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მაკნილმა.

თეგებიალექს ნილი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091346