ფეხბურთი

15:47 | 18.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალოს” ჩემპიონთა ლიგაში თამაში უეფას გენმდივანმა დაუდასტურა

უეფამ “საბურთალოს” ოფიციალურად დაუდასტურა, რომ მომავალ სეზონში ამ საფეხბურთო კლუბის აღსაზრდელები ჩემპიონთა ლიგის 19-წლამდელთა ტურნირში იასპარეზებენ. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საბურთალოელთა პრესატაშე კახა მგელაძემ აცნობა.

“საბურთალოს” ოფისში გამომგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო აწერს, ნათქვამია:

“მივიღეთ თქვენი ოფიციალური განაცხადი და დოკუმენტაცია, რომელიც 2015-2016 წლების სეზონში უეფას ჭაბუკთა ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობისთვის საჭირო იყო. დიდი ყურადღებით შევამოწმეთ ეს დოკუმენტაცია დ ვადასტურებ, რომ თქვენი კლუბი იმ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომელიც უეფას ჭაბუკთა ჩემპიონთა ლიგის 4.01 პარაგრაფითაა გათვალიწინებული.

4.04 პარაგრაფის თანახმად, დიდი სიამოვნებით მოგახსენებთ, რომ 2015-2016 წლების სეზონში უეფას ჭაბუკთა ჩემპიონთა ლიგაში თქვენი კლუბი დაშვებულია “ჩემპიონთა გზიდან”.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095919