საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ ლევან მჭედლიძით გერმანიის პირველი ბუნდესლიგის “შტუტგარტი” დაინტერესდა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Gazzeta dello Sport-ი იუწყება.
თავის მხრივ, ინტერნეტპორტალი tuttomercatoweb.com-ი წერს, რომ 25 წლის ქართველი ფორვარდის საკუთარ რიგებში ხილვა გელზენკირხენის “შალკეს” სურს.
რამდენად შეესაბამება სიმართლეს ან ერთი ან მეორე გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, დრო გვაჩვენებს.
განვლილ სეზონში, მჭედლიძემ “ემპოლიში” 25-ჯერ ითამაშა, აქედან სასტარტოში 6-ჯერ და 4 გოლი გაიტანა.









