ფეხბურთი

16:05 | 20.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გენკის” ყოფილი დირექტორი: “ოქრიაშვილს უდიდესი პოტენციალი აქვს”

ბელგიის საფეხბურთო კლუბ "გენკის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა გიუნტერ ჯეიკობმა, რომელსაც გასულ სეზონში სატრანსფერო პოლიტიკისთვის და მათ შორის თორნიკე ოქრიაშვილის მიწვევისთვის აკრიტიკებდნენ, ოპონენტებს უპასუხა.

“ოქრიაშვილმა შესაძლოა ძალიან ცოტა ითამაშა, მაგრამ მას უდიდესი პოტენციალი აქვს. ჩვენ მისი საქციელი არ მოგვწონდა, მაგრამ საქართველოში მის სანახავად რომ ჩავედი, დავინახე რამდენად რთულია ურთიერთობა, როდესაც ენა არ იცი. ეს ჩემთვის კარგი გაკვეთილი იყო” – იუწყება ჯეიკობის სიტყვებს ინტერნეტპორტალი voetbalnieuws.be.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167189