ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე 91 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა მოკრივე ლევან გულედანმა რუს სადამ მაგომედოვთან 0:3 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
მარცხი შეემთხვა ირაკლი მელიქიშვილსაც (64 კგ.), რომელიც გერმანელ კასტრიოტ სოპასთან ასევე 0:3 დამარცხდა.
ამგვარად, ტურნირს ერთადერთი ქართველი მოკრივე გელა აბაშიძე (69 კგ.) შემორჩა, რომელიც 23 ივნისს მეოთხედფინალში უკრაინელ იაროსლავ სამოფალოვს შეერკინება. მან პირველ რაუნდში რუმინელ ოლარუს სძლია, მერვედფინალში კი თურქ სიპალს აჯობა.









