ფეხბურთი

12:04 | 22.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდელები: B ჯგუფს პორტუგალია ლიდერობს (+VIDEO)

ჩეხეთში მიმდინარე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფის მეორე ტურის მატჩები გაიმართა და ორ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა.

შვედეთმა პირველ ტურში იტალიის მოულოდნელად დამარცხების შემდეგ, ინგლისთანაც იბრძოლა, თუმცა მატჩის ბოლოსკენ მაინც გატყდა. შეხვედრის 85-ე წუთზე “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ჯესი ლინგარდმა ინგლისს ზუსტი შორეული დარტყმით სამი ქულა მოუტანა (VIDEO).

მეორე შეხვედრა იტალიასა და პორტუგალიას შორის ფრედ 0:0 დასრულდა (VIDEO). “სკუადრა აძურას” ჯგუფში მხოლოდ ერთი ქულა გააჩნია და მომდევნო ტურში შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის მოგება უნდა. 24 ივნისს იტალიელები ინგლისს დაუპირისპირდებიან, ხოლო ჯგუფის ლიდერი პორტუგალია შვედეთთან გაარკვევს ურთიერთობას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088735