ჩოგბურთი

13:31 | 23.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

დღეს, ბასილაშვილი უიმბლდონში ჩაებმება

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლონდონში იმყოფება, სადაც დღეს გრანდ-სლემის მორიგ ტურნირში ჩაებმება. უიმბლდონის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში ნიკოლოზის მეტოქე რუმინელი ვიკტორ ჰანესკუ იქნება.

ცნობისთვის, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში 23 წლის ბასილაშვილი 153-ე ადგილზეა, ხოლო ვეტერანი რუმინელი, რომელიც ივლისში 34 წლის ხდება, 194-ეა. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ჰანესკუ თავის დროზე მსოფლიოს 26-ე ჩოგანი იყო, თუმცა, ახლა, ძველებურად მაღალ დონეზე ვეღარ თამაშობს.

თუკი ქართველმა ჩოგბურთელმა რუმინული ბარიერი დასძლია, შემდეგ ეტაპზე 26-ე ნომრად განთესილ უზბეკ ფარუხ დუსტოვს და ბრიტანეთის წარმომადგენელ ბლუმფილდს შორის უმჯობესს ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095064