ფეხბურთი

18:56 | 24.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიუნდოგანი პსჟ-ს წინადადებას არ დათანხმდა

როგორც Bild იუწყება, ილქაი გიუნდოგანი დორტმუნდის “ბორუსიას” არ დატოვებს. ნახევარმცველის შეძენით პსჟ დაინტერესდა, თუმცა გერმანელმა ლიგა 1-ის ჩემპიონში გადასვლა არ ისურვა.

ფრანგული კლუბი ფეხბურთელს წლიურ ხელფასად 8 მილიონ სტერლინგს სთავაზობდა. შთამბეჭდავი წინადადების მიუხედავად, გიუნდოგანი დორტმუნდში დარჩა.

გიუნდოგანმა გასული სეზონის ბუნდესლიგაში 23 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092357