ძიუდო

13:49 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილმა მოგებით დაიწყო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) ევროპულ თამაშებზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი მსუბუქწონოსანი შეჯიბრებაში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო, ებრაელ მეტოქესთან – არტიომ არშანსკისთან შეხვედრით და უილეთო ბრძოლაში გაფრთხილებებით 2:1 მოუგო.

მეოთხედფინალში პაპინაშვილი ჰოლანდიელ ხეროენ მუურენსა და ბრიტანელ ეშლი მაკენზის წყვილში მოგებულს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167291