ძიუდო

20:42 | 26.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტატალაშვილი ვერცხლის პრიზიორია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ნუგზარ ტატალაშვილმა ევროპის თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და 240 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მე-4 ნომრად განთესილი ქართველი ძიუდოისტი ფინალში ებრაელ საგი მუკის დაეჭიდა და საფინალო გონგამდე 27 წამით ადრე იპონით წააგო.

ფინალამდე ნუგზარ ტატალაშვილმა ფრანგი ფლორენ ურანი, სერბი ლიუბისა კოვაჩევიჩი და სლოვენიელი როკ დრაკშიჩი ჩამოიშორა.

დღესვე, ჩემპიონის ტიტულისთვის ავთანდილ ჭრიკიშვილიც (81 კგ) იბრძოლებს. ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ცოტა ხანში რუს ივან ნიფონტოვს შეხვდება.

ვასილ მშვილდაძე ბაქოდან

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.112027