ძიუდო

19:21 | 27.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

90 ცუდად დასრულდა (+VIDEO)

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ვარლამ ლიპარტელიანმა და ბექა ღვინიაშვილმა გადამწყვეტი შეხვედრები წააგეს. ლიპარტელიანი ფინალში რუს კირილ დენისოვთან იუკოთი დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა (VIDEO). ღვინიაშვილმა კი ბერძენ ილიას ილიადისთან რეპეშაჟის ფინალში, უილეთო ბრძოლაში ერთი შიდოთი (3:2) წააგო.

დღესვე ბაქოს ტატამზე კიდევ ორი ქართველი გავა. +100 კილოგრამში ადამ ოქრუაშვილი საჩემპიონო ბრძოლაში ებრაელ რენატ საიდოვს შეხვდება. ლევან მატიაშვილი კი "ბრინჯაოს ფინალში” რუს რენატ საიდოვს დაუპირისპირდება.

ვასილ მშვილდაძე ბაქოდან

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089865