ფეხბურთი

19:40 | 27.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესი: “ნაკრებში გოლის გატანა წარმოუდგენლად რთულია”

არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კოპა ამერიკის ტურნირის მეოთხედფინალში კოლუმბიის პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ ნაკრებში თამაშისას რთულია გოლის გატანა.

“წარმოუდგენლად რთულია ეროვნულ ნაკრებში გოლის გატანა. მეოთხედფინალში კარგად ვიასპარეზეთ, ბევრი მომენტი შევქმენით. მართალია გოლის გატანაში იღბალი ჩვენ მხარეს არ იყო, თუმცა პენალტების სერიაში გაგვიმართლა.” – განაცხადა მესიმ.

კოპა ამერიკის მიმდინარე ტურნირზე ლიონელ მესიმ ოთხ თამაშში ერთი გოლი გაიტანა, მეოთხედფინალში კი პენალტის რეალიზება მოახერხა. არგენტინელმა 2014/15 წლების საკლუბო სეზონში 57 მატჩში 58 გოლი გაიტანა და 31 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09135