ფეხბურთი

17:28 | 28.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერი” დაუნინგის სანაცვლოდ 7 მილიონს იხდის

“ლესტერი” “ვესტ ჰემიდან” ნახევარმცველ სტიუარტ დაუნინგის შეძენას გეგმავს და ლონდონელებისთვის ოფიციალურ წინადადებას ამზადებს.

The Telegraph-ის ცნობით, ლესტერელები 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 7 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან. ეს ის თანხაა, რომლის აღებასაც “ვესტ ჰემი” დაუნინგის სანაცვლოდ გეგმავდა და დიდი ალბათობით, ტრანსფერს წინ აღარაფერი დაუდგება.

დაუნინგის შეძენა “სანდერლენდსაც” სურდა, მაგრამ ტრანსფერში მხოლოდ 5 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიდა და ლონდონელებისგან უარი მიიღო. სტიუარტმა პრემიერლიგის განვლილ სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09991