ქობულეთის “შუქურა” 2015/16 წლების სეზონისთვის მზადებას “ჩელე არენაზე” დაიწყებს და 28 ივნისს პირველ ვარჯიშსაც გამართავს. კლუბმა 13 ახალი ფეხბურთელი დაიმატა, ესენი არიან:
ლევან ინგოროყვა, გიგა ჭეიშვილი (“გურია”), ლუკა გუგუჩია (“ზუგდიდი”), გიორგი ნიქაბაძე (გურჯაანის “ალაზანი”), მიხეილ კაკალაძე (ბათუმის “დინამო”), არჩილ ბაჟელიძე (“ჩიხურა”), გრიგოლ დოლიძე, ლევან შარიქაძე, რევაზ გეწაძე (სამივე “სამტრედია”), თორნიკე თარხნიშვილი (“ცხინვალი”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ-ჯორჯია”), ლევან გეგეჭკორი (“მერანი”), გოჩა ხოჯავა (“სახალინი”, რუსეთი).
კლუბის გადაწყვეტილებით მომდევნო სეზონში “შუქურას” ღირსებას შემდეგ ფეხბურთელები ვერ დაიცავენ:
ირაკლი ხუჭუა, არჩილ ტვილდიანი, ლაშა კალანდაძე, ზვიად მეტრეველი, დავით ხოჭოლავა, ლაშა ჩაფიძე, ირაკლი კომახიძე, თორნიკე თუხარელი, გიორგი ჩელებაძე, გიორგი გურული, გიორგი კუხიანიძე, ცოტნე მესხი.





