ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლე მოჭადრაკე ქალთა შორის რაპიდში გრანპრის გათამაშების მეორე ეტაპს უმასპინძლებს.
აღნიშნული ტურნირი ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდება. 1-ელ ივლისს 5, ხოლო 2 ივლისს დარჩენილი 4 პარტია გაიმართება.
ტურნირის საპრიზო ფონდი 1 000 ლარს შეადგენს, რომელიც შემდეგ თანმიმდევრობით გადანაწილდება: 1-ლი - 500, მე-2 - 300, მე-3 - 200.
თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები კოეფიციენტის მიხედვით გადანაწილდება, ხოლო თანხა თანაბრად გაიყოფა, რომელიც საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად დაიბეგრება.









