მოქმედი საჭადრაკო სამყაროს ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა რვაასიანთა კლუბის წევრმა, ვაჟთა შორის გრანპრის გამარჯვებულმა ფაბიანუ კარუანამ სამშობლო გამოიცვალა და ამიერიდან საერთაშორისო ტურნირებში აშშ-ს სახელით იასპარეზებს.
შეიძლება ითქვას, რომ მისი სახით ამერიკულ საჭადრაკო სამყაროს სერიოზული ძალა შეემატა. თუ გავითვალისწინებთ, რომ კარუანას გარდა ამერიკელებს ჰიკამუ ნაკამურა, უესლი სო და რამდენიმე პერსპექტიული მოჭადრაკე ჰყავთ, ამიერიდან აშშ-ს მოჭადრაკეთა ნაკრები ნებისნიერი ქვეყნისათვის სერიოზული ძალა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის მოქალაქეობის მიღებამდე კარუანა იტალიის მოქალაქე იყო და საერთაშორისო ტურნირებშიც ამ ქვეყნის სახელით თამაშობდა.









