ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ფიქრობს, რომ მის გუნდს ცენტრალური ნახევარმცველის ყიდვა აღარ სჭირდება.
The Telegraph-ის მტკიცებით, “მეთოფეები” ტურინის “იუვენტუსის” ჩილელ ნახევარმცველ არტურ ვიდალისთვის ბრძოლას უკვე გამოეთიშნენ, რადგან მათ არ უღირთ ამ პოზიციის მოთამაშისთვის დიდი თანხის გადახდა მაშინ, როდესაც გუნდში ისედაც დიდი კონკურენციაა. უფრო კონკრეტულად, ვენგერი იმედოვნებს, რომ კოკელენის, უილშირის და რემსის პროგრესი საგრძნობი იქნება, რომლებიც გამოცდილ არტეტას და ფლამინის კონკურენციას გაუწევენ.
“არსენალი” “საუთჰემპტონიდან” მორგან შნეიდერლენის შეძენასაც არ ჩქარობს, რომელიც ვიდალზე მნიშვნელოვნად იაფია, მაგრამ 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი მაინც დაჯდება. The Telegraph-ისვე ცნობით, კლუბის სატრანსფერო ბიუჯეტი ამ მომენტისთვის დაახლოებით 50 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს და მთავარი მწვრთნელიც მოთამაშეთა შერჩევისას ამის გამო ფრთხილობს.







