ფეხბურთი

23:27 | 30.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბონერა “მილანს” ტოვებს

იტალიური “მილანი” შემადგენლობის გადახალისებას აპირებს და პერიოდულად ემშვიდობება გამოცდილ მოთამაშეებს. ფორვარდ ჯამპაოლო პაცინისა და ნახევარმცველ სალი მუნტარის შემდეგ, გუნდს მცველი დანიელე ბონერაც ტოვებს.

34 წლის ფეხბურთელს კლუბმა უკვე აცნობა, რომ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს. ბონერამ ამ კლუბში ცხრა წელიწადი გაატარა, იტალიის სერია A-ს გასულ ჩემპიონატში კი, 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088173