ფეხბურთი

23:48 | 30.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“შიაულიაი” ჩარგეიშვილის გარეშე დამარცხდა

მრავალი ევროპული შიდა ჩემპიონატისგან განსხვავებით კვლავ მიმდინარეობს ლიტვის ჩემპიონატი, სადაც ქართველი ფეხბურთელი თამაზ ჩარგეიშვილი თამაშობს.

ლიტვის ა ლიგის მე-19 ტურში “სტუმბრასმა” სტუმრად 2:1 დაამარცხა “შიაულიაი”, რომლის განაცხადში ვერ ვიხილეთ თამაზ ჩარგეიშვილი. ქართველი ფეხბურთელის კლუბი ლიტვის ა ლიგის ათგუნდიან ჩემპიონატში 8 ქულით ბოლო ადგილზეა.

ლიტვის ა ლიგის სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე ნიკა აფაქიძისა და ბესო ამაშუკელის კლუბი “ტრაკაი” 40 ქულით იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.080626