ფეხბურთი

18:44 | 2.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩიჩარიტომ ლავიწი მოიტეხა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მექსიკელმა თავდამსხმელმა ხავიერ ერნანდეს ჩიჩარიტომ, ნაკრების რიგებში ჰონდურასთან გასამართი ამხანაგური მატჩისწინა მოთელვაზე ტრავმა მიიღო.

27 წლის ფეხბურთელი ჰონდურასელ მცველ ბრაიან ბეკელესს შეეჯახა და ლავიწის ძვალი გაიტეხა. ექიმების თქმით, ერნანდესს 3-4 კვირა გაუცდება და კონკაკაფის “ოქროს თასის” ტურნირში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
“მარჯვენა ლავიწის ძვლის მოტეხილობა დადასტურებულია” - უთხრა მექსიკის ნაკრების ექიმმა ხერარდო აგილარიმ ESPN-ს.

“მისი ტრავმა გუნდის თამაშზე გავლენას იქონიებს, მაგრამ ჩვენ მომავალზე ვფიქრობთ. ესაა უსიამოვნო სიტუაცია, რომლის შეცვლის ძალა ნამდვილად არ შეგვწევს” - განაცხადა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიგელ ერერამ.

ერნანდესი 2014 წელს “წითელი ეშმაკებიდან” მადრიდის “რეალში” განათხოვრების წესით გადავიდა, მაგრამ 2015 წლის გაზაფხულზე “სამეფო კლუბმა” არც განათხოვრების ხელშეკრულება გააგრძელა და არც მექსიკელის ტრანსფერი გამოისყიდა, რის შემდეგაც ის “მანჩესტერში” დაბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094502