“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს, 13 ივლისამდე, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნეზე გამგზავრებამდე, ახალი მეკარის შეძენა უნდა.
შედეგად, “წითელმა ეშმაკებმა” ესპანელი კარის დარაჯის, დავიდ დე ხეას სატრანსფერო ღირებულება 46 მილიონი ევროდან 35 მილიონამდე შეამცირეს. AS-ის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელის შეძენა მხოლოდ მადრიდის “რეალს” უნდა, ოღონდ ამ ტრანსფერში მხოლოდ 30 მილიონს იხდის. ესპანური პრესა იმ ინფორმაციასაც ავრცელებს, რომ დე ხეას შეძენის იმედად, “სამეფო კლუბმა” იკერ კასილასთან კონტრაქტი გაწყვიტა.







