“მილანის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე დონეცკის “შახტარის” ყოფილმა თავდამსხმელმა ლუის ადრიანომ “როსონერისთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ფეხბურთელი 2007 წელს “ინტერნასიონალიდან” უკრაინულ გრანდში გადავიდა და მას შემდეგ “შახტარის” მაისურით ჩატარებულ 266 მატჩი 129 გოლი გაიტანა.





