ფეხბურთი

15:02 | 3.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაშია შესაძლოა პრიმერადივიზიონში ვიხილოთ

ესპანური გაზეთის SPORT-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების და არნემის “ვიტესის” მცველ გურამ კაშიასადმი ინტერესს ესპანური ლა ლიგის რამდენიმე კლუბი იჩენს და შესაძლოა ფეხბურთელმა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

კაშიას ჰოლანდიურ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს. ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში omreop gelderland-თან შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა: “არასდროს იცი ფეხბურთში მოვლენები როგორ განვითარდება. ამ ეტაპზე კლუბიდან წასვლას არ ვჩქარობ, ახლა სწავლით ვარ დაკავებული და შემდეგ წელს თავისუფალი აგენტი გავხდები.”

ჯერჯერობით ესპანურ გამოცემას არ დაუკონკრეტებია თუ რომელი კლუბი ინტერესდება კაშიას გადაბირებით. ფეხბურთელის დახასიათების დროს გამოცემა აღნიშნავს, რომ კაშია 1.85 მეტრის სიმაღლის, მეორე სართულზე კარგად მოთამაშე მცველია და დაცვითი ფუნქციის გარდა, შეტევებშიც იღებს მონაწილეობას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09897