ფეხბურთი

21:12 | 3.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის სტადიონის მშენებლობა გადაიდო

ბათუმში სტადიონის მშენებლობა გარკვეული ვადით გადაიდო. აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ ესპანურ კომპანია IBERPROTEX-ს კონტრაქტი გაუწყვიტა. სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა რამდენიმე თვის წინ კონკურსში, თუმცა როგორც აღმოჩნდა, იგი ვერ აკმაყოფილებდა შესაბამის მოთხოვნებს.

ტელეკომპანია ტვს-ის ეთერში აჭარის უმაღლესი საბჭოს სპორტის თავმჯდომარე გიორგი მასალკინმა განაცხადა - კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი ის გახდა, რომ ესპანურმა კომპანიამ დაპროექტების პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა, თუმცა შემდეგ ვერ წარმოადგინა დროულად გეოლოგიური დასკვნა. მისი თქმით, მათ დამატებით 20 დღეც მისცეს ამისათვის, მაგრამ IBERPROTEX-მა 40 დღე მოითხოვა, რის შემდგომაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე.

მასალკინის თქმით, სამწუხაროა მომხდარი ფაქტი, მაგრამ სტადიონის მშენებლობის დაწყების ვადები მხოლოდ 1 ან 2 თვით თუ გადაიწევს. მანვე დასძინა, რომ სახელმწიფოს ჯერ ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს, რადგან წინასწარ ფულის გადახდა კონტრაქტის პირობებში თავიდანვე არ იდო.

ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა ოთარ ფედიჩკინმა კი გვითხრა, რომ კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი არ იცის, რადგან ეს გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო. მანვე დასძინა, რომ სტადიონს ალბათ, ახალი კომპანია ააშენებს.

ისიც აღსანიშნავია, რომ ესპანურ კომპანიას კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე ოფიციალური წერილი ჯერაც არ მიუღია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163811