მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა ნახევარმცველმა კრიშტიანუ რონალდუმ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესის მისამართით რამდენიმე ტკბილი სიტყვა თქვა.
“ბენიტესთან მუშაობა მინდა. აქამდე მისი ხელმძღვანელობით არასდროს მითამაშია, მაგრამ ვიცი, რომ მას უდიდესი გამოცდილება აქვს. კარიერის განმავლობაში მან არაერთი ტიტული მოიგო. წინ გრძელი სეზონი გველის და კარგად უნდა მოვემზადოთ ბევრი ტიტულები რომ მოვიგოთ” - განუცხადა რონალდუმ AS-ას.




