ინგლისის ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა კანადაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გერმანიის გუნდი დაამარცხა და არსებობის ისტორიაში მუნდიალზე პირველი მედალი დაისაკუთრა.
გერმანიასთან მატჩი დაძაბული აღმოჩნდა. ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა, დამატებით დროში კი ლაიან სანდერსონი ტაბეა კიმიმ წააქცია და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ინგლისელთა მხრიდან პენალტი 108-ე წუთზე ზუსტად ფარა უილიამსმა შეასრულა და საკუთარ ქვეყანას ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
2015 წლის მუნდიალის ფინალური მატჩი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიას შორის 6 ივლისს 03:00 საათზე დაიწყება. გასული მუნდიალის ფინალში აზიელებმა აშშ დაამარცხეს და შტატელებს რევანშის შანსი აქვთ, ხოლო იაპონელებმა ტიტული უნდადაიცვან.







