ფეხბურთი

13:11 | 9.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასს “სანტიაგო-ბერნაბეუდან” გრანდიოზულად გააცილებენ

მადრიდის “რეალისა” და ესპანური ფეხბურთის ლეგენდას იკერ კასილიასს “პორტუში” გადასვლამდე გრანდიოზულად გააცილებენ. ცერემონია ესპანეთის დროით 13:00 საათზე “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება. ამის შესახებ მადრიდელთა ერთ-ერთი სპონსორის BWIN-ის “ტვიტერი” იუწყება.

34 წლის კასილიასი “პორტუსთან” 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 2,5 მილიონ ევროს მიიღებს. ამჟამად, ის “რეალში” წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და მადრიდელებთან კიდევ 2-წლიანი ხელშეკრულება აქვს. კასილიასს სურს, რომ ის სხვაობა ხელფასში, რაც მას პორტუგალიაში გადასვლის შემდეგ შეექმნება, ესპანურმა გრანდმა აანაზღაუროს.

“კასილიასი “პორტუში” გადასვლის შესაძლებლობით აღელვებულია. იმედია, “რეალი” ხელს არ შეუშლის და უპრობლემოდ გაუშვებს” – თქვა ფეხბურთელის მენეჯერმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097936