საქართველოს ეროვნული გუნდი ფიფა/კოკა-კოლას ივლისის თვის რეიტინგში 153-ე პოზიცაზეა, რაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.
აქამდე, ეროვნული ნაკრების ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 139-ე ადგილი იყო, რომელიც ივნისისა და მაისის თვეებში დაფიქსირდა. იმ ნაკრებების ჩამოთვლა ვინც საქართველოს უსწრებს შორს წაგვიყვანს. უბრალოდ, ვიტყვით, რომ ქართველებზე წინ თურქმენეთი, სინგაპური, პუერტო-რიკო, გურაჟაო, ტაჯიკეთი, ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი, ვიეტნამი, ნიკარაგუა, გამბია და ა.შ. არიან. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის წილისყრის წინ საქართველოს ნაკრები მე-6 კალათაშია.
რეიტინგის სათავეში არგენტინის ნაკრები მოექცა, რომელმაც გერმანიას გაასწრო. ამჟამად, ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში საუკეთესო 20 გუნდის ჩამონათვალი ასეთია:
1 (3). არგენტინა – 1473
2 (1). გერმანია – 1411
3 (2). ბელგია – 1244
4 (4). კოლუმბია – 1217
5 (6). ჰოლანდია – 1204
6 (5). ბრაზილია – 1186
7 (7). პორტუგალია – 1177
8 (12). რუმინეთი – 1166
9 (15). ინგლისი – 1157
10 (22). უელსი – 1155
11 (19). ჩილე – 1129
12 (10). ესპანეთი – 1110
13 (8). ურუგვაი – 1036
14 (18). ხორვატია – 1023
15 (17). სლოვაკეთი – 1016
15 (20). ავსტრია – 1016
17 (13). იტალია – 1001
18 (11). შვეიცარია – 997
19 (17). ალჟირი – 941
20 (16). ჩეხეთი – 933
...29 (28). შოტლანდია – 774
...30 (32). პოლონეთი – 769
...52 (60). ირლანდია – 608
...153 (139). საქართველო - 165
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში გერმანიის, შოტლანდიის, პოლონეთის და ირლანდიის ნაკრებები საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეები არიან. კიდევ ერთი მოწინააღმდეგე გიბრალტარი რეიტინგში არაა, რადგან ფიფაში არ მიუღიათ.









