ჩოგბურთი

1:09 | 10.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ორი ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა თურქეთის ქალაქ ბურსაში მიმდინარე 50-ათასიან ტურნირზე ორ ფრონტზე იბრძვის და ჯერჯერობით, უდანაკარგოდ თამაშობს.

ერთეულთა შეჯიბრში შაფათავამ მე-5 ნომრად განთესილ რუს მარინა მელნიკოვას 2:6, 6:4, 6:4 სძლია და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც მე-3 რეიტინგის მქონე ჩეხ ბარბორა კრეიჩკოვას გაეჯიბრება.

წყვილთა თანრიგში სოფო კიდევ უფრო წინაა წასული. მე-3 რეიტინგით მოასპარეზე შაფათავამ და უკრაინელმა ანასტასია ვასილიევამ ბოსნიელი ჰერძელასი და ხორვატი ლეკაი 6:2, 5:7, 10:4 დაამარცხეს და ფინალში ხსენებულ მელნიკოვას და ესპანელ პოუს-ტიოს ეთამაშებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163914