საქართველოს საფეხბურთო უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე “ზუგდიდმა”, რომელსაც ბესიკ შეროზია წვრთნის, მოსამზადებელ პერიოდში პირველ ამხანაგური მატჩი ხობის “კოლხეთთან” ჩაატარა, ვისი მწვრთნელიც გია გურულია და 2:1 გაიმარჯვა.
“ზუგდიდის” პრესსამსახურის ინფორმაციით, შეროზიამ გუნდი ორივე ტაიმი განსხვავებული შემადგენლობით ათამაშა.
პირველი ტაიმი: მამალაძე, მაჩაიძე, თიბილაშვილი, ნარმანია, ქანთარია, წყაროზია, გურამ სამუშია, ფიფია, წურწუმია, ფარჯიკია, კვარაცხელია
მეორე ტაიმი: ჯომიდავა, ქომეთიანი, მაჩაიძე, ჩანადირი, კ.ახალაია, ჟვანია, არახამია, დავით კუტალია, თუთბერიძე, ცოტნე სამუშია, ჩანგელია.
“ზუგდიდმა” ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა, როდესაც გურამ სამუშიას პასით ვახტანგ კვარაცხელიამ გაიტანა. ხობელებმა საპასუხო ბურთი 63-ე წუთზე შეაგდეს. მატჩში წერტილი მურთაზ ჩანგელიამ 65-ე წუთზე დასვა.
“ზუგდიდის” შემადგენლობაში გაგა თიბილაშვილმა ითამაშა, რომელიც რამდენიმე სეზონის სომხურ “ულისში” გამოდიოდა, ხოლო ბოლოს წალენჯიხის “სქურში” ირიცხებოდა.









