ჭადრაკი

17:38 | 11.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

კარპოვმა სვეშნიკოვს მოუგო

დასრულდა შეხვედრა ელვისებურ ჭადრაკში ორ ცნობილ ვეტერან მოჭადრაკეს შორის. ერთმანეთს მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, რუსეთის დუმის წევრი ანატოლი კარპოვი და ლატვიის მოქალაქე, საერთაშორისო დიდოსტატი ევგენი სვეშნიკოვი დაუპირისპირდნენ.

ექვსი პარტიისაგან შემდგარ შეხვედრას ლატვიის დედაქალაქმა რიგამ უმასპინძლა. თავიდან სვეშნიკოვი 1.5-0.5 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ უპირატესობას კარპოვი დაეუფლა, რომელმაც მეტოქე 4-2 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100341