ფეხბურთი

19:44 | 11.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინსუა “შტუტგარტის” ფეხბურთელია


არგენტინელმა მარცხენა მცველმა ემილიანო ინსუამ მადრიდის “ატლეტიკო” დატოვა და კარიერას “შტუტგარტში” განაგრძობს. აღნიშნული ტრანსფერი გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

26 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ინსუა “ატლეტიკოში” 2013 წლიდან თამაშობდა. ის გასულ სეზონში “რაიო ვალეკანოში” გახლდათ განათხოვრებული და ლა ლიგაში ჩატარებულ 23 მატჩში 1 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.155522