როგორც ლანჩხუთის “გურიას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კლუბმა გრიგოლეთის ბაზაზე თერჯოლის “საპოვნელას” უმასპინძლა და 3:2 გაიმარჯვა.
გამარჯვებულთაგან გოლები შოთა ჯიქიამ, ბექა ზაქრაძემ და ვანო წილოსანმა გაიტანეს. “საპოვნელას” შემადგენლობიდან ცქიფურიშვილმა და ტყეშელაშვილმა გამოიჩინეს თავი.
“გურია” შემდეგ მატჩს 19 ივლისს “მერანთან” გამართავს. მატჩი კვლავ გრიგოლეთის ბაზაზე გაიმართება.







