ვეტერანი კოტ დივუარელი თავდამსხმელი დიდიე დროგბა შესაძლოა ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატ MLS-ში ვიხილოთ. ამის შესახებ ინგლისური გამოცემა "დეილი მირორი" წერს. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, 37 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "ჩიკაგო ფაირი" იჩენს, რომელიც მზადაა აფრიკელს სეზონში 5 მილიონი ევრო გადაუხადოს.
დიდიე დროგბა, რომელმაც გასული სეზონის დასრულების შემდგომ ლონდონის "ჩელსი" დატოვა, უგუნდოდ იმყოფება და თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.







