ბუნდესლიგის “აუგსბურგმა” ძირითად მეკარეს მარვინ ჰიტცს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
27 წლის მეკარემ “აუგსბურგთან” მოქმედი ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.
მარვინმა გასულ სეზონში 26 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაუშვა. აღსანიშნავია, რომ მან “ლევერკუზენის” წინააღმდეგ, მსაჯის მიერ მე-4 დამატებულ წუთზე გოლის გატანა მოახერხა და საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა (2:2).







