კოტდივუარის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს 56 წლის ფრანგი მიშელ დუსიე გაწვრთნის. BBC-ს ინფორმაციით მან ხსენებული ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
დუსიემ თანამემამულე ერვე რენარი შეცვალა, რომელმაც კოტდივუარელებთან ერთად 2015 წელს აფრიკის ეროვნებათა თასი მოიგო.
დუსიესთვის აფრიკაში მუშაობა უცხო არაა. მას ბენინისა და გვინეის ეროვნული ნაკრებები გაუწვრთნია.









