ფეხბურთი

21:45 | 21.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნიკო პატარქალიშვილი: “ ოთხთა ტურნირი ქვეყნის განვითარების ხელშემწყობია”

“არგენტინული სახლის” ხელმძღვანელმა ნიკო პატარქალიშვილმა სტუდია “რეპორტიორში” პრესკონფერენცია გამართა. მისი იდეა საქართველოში პელეს ჩამოყვანასა და ოთხთა ტურნირის ჩატარებას გულისხმობს. ნიკო პატარქალიშვილმა ამ თემაზე დაწვრილებით ისაუბრა.

“გვსურს თბილისში ჩავატაროთ ტურნირი საქართველოს, არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის. საქართველოს ეწვევა ლეგენდარული პელე. ვფიქრობ, მისი სტუმრობა ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია.

საორგანიზაციო ჯგუფში გვყავს უეფას მედია-ოფიცერი მამუკა კვარაცხელია. ერთობლივი განხილვების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იდეალური ვარიანტი იქნება ტურნირის ნოემბრის თვეში გამართვა. სავარაუდოდ, ნოემბრის მიწურულს.

არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის ფეხბურთის მმართველ ორგანოებთან საუბრის შემდეგ, კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ნოემბრის მიწურულს ტურნირის გასამართად ყველა ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები იქნება მზად. მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიც.

ტურნირის ორგანიზება გვიჯდება დაახლოებით 1 850 000 აშშ დოლარი. ჩემი ვარაუდით, ტურნირიდან შემოსული თანხა გაწეულ ხარჯებს ამოიღებს, თუმცა პროექტი მხოლოდ სპორტულ მხარეს არ ითვალისიწინებს. ჩვენ ასევე გვურს კულტურული ურთიერთობების დამყარება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეწვევიან ბრაზილიელი, არგენტინელი და ურუგვაელი მოცეკვავეები.

პროექტი არ იქნება მხოლოდ ფეხბურთზე გათვლილი. ჩვენ გვსურს მოხდეს ერთა შორის მჭიდრო კავშირის დამყარება. ამიტომაც მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ მისი პირადი პატრონაჟით შედგეს პროექტი. პრემიერ-მინისტრს

სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებში ფეხბურთში განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია. იქ ფეხბურთმა ხელი შეუწყო ქვეყანათა ეკონომიკურ განვითარებას. გვსურს ანალოგიურად მოხდეს საქართველოშიც. მათთან კავშირი კი დაგვეხმარება განვითარებაში და ჩვენზე სასიკეთოდ იმოქმედებს.

სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებში დღემდე ახსოვთ ქართველი ფეხბურთელების თამაში, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ჩვენსა და მოწვეულ ქვეყნებს შორის გაიდება ეკონომიკური ხიდი. ფეხბურთს შეუძლია ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას ხელი შეუწყოს. ასეა ბრაზილიაში, არგენტინასა და ურუგვაიში.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რამდენიმე წლის წინ განაცხადა, რომ მსგავსი ტურნირის ჩატარებას საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი არ შეეშლებოდა.

სფფ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს არ იღებს. 2009 წელს ახლად დანიშნულ ზვიად სიჭინავას შევხდი. მას მოეწონა ჩემი იდეა, თუმცა შემდეგ აზრები შეიცვალა. ვფიქრობ, იგი დამოკიდებულია სხვათა აზრზე. ამიტომ მასთან შეთანხმება ვერ შედგა”, – დაასრულა ნიკო პატარქალიშვილმა.

შეგახსენებთ, წლების წინ ნიკო პატარქალიშვილის მუშაობით საქართველოს დიეგო მარადონა, კლაუდიო კანიჯა და სხვა ვეტერანი არგენტინტელი ფეხბურთელები ეწვივნენ. ამჯერად კი მისი იდეა უფრო მრავალმხრივია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090063